ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფუნქციონირებას წერეთლის
ქუჩა #21 - ში გააგრძელებს.
ორსართულიან შენობაში ჯერ სოციალური სააგენტოს სუბსიდიების
რეგიონალური ორგანიზაცია, შემდეგ კი დასაქმების ცენტრი იყო
განთავსებული.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტი ამ
დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ის ქუთაისის
საგანმანათლებლო რესურსცენტრს დროებით სარგებლობაში გადაეცა.
შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს.
"რეაბილიტაციისთვის თანხა უნდა გამოიყოს განათლების სამინისტროდან,
ასე რომ, ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით თუ როდის გადავალთ,"- ამბობს
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი
ვაშაკიძე.
საქართველოს განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ შენობის
რეაბილიტაციის პროექტი მზადაა და ტენდერი უახლოეს ვადებში
გამოცხადდება.
ვიდრე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრს ახალი ოფისი ექნება,
დაწესებულების თანამშრომლები მუშაობას მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთ
დამხმარე შენობაში გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები