პოლიციამ
გულმკერდის არეში დაჭრილი 62 წლის მამაკაცის თ. გ - ს
სახლიდან სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ამოიღო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამრომლებმა, წყალტუბოში
მომხდარი
სისხლიანი სპეცოპერაციის ადგილიდან დანაშაულის
ჩადენის იარაღები ამოიღეს.
როგორც შსს- ში აცხადებენ ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან 2
პისტოლეტი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.
ჩხრეკის დროს პოლიციამ ასევე გულმკერდის არეში დაჭრილი 62 წლის
მამაკაცის თ. გ - ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის იარაღი და
საბრძოლო მასალა ამოიღო.
წყალტუბოში ავარიის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გუშინ
სისხლიანი სპეცოპერაციით გუშინ დასრულდა.
შემთხვევის შედეგად დაჭრილია 3 მამამკაცი, მათ შორის ერთი წყალტუბოს
პოლიციის უფროსი.
ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს საქმეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტი გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე
მუხლებით აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები