ქუთაისის მადლიერების სახლში მიმდინარე წელს, ახალი პროგრამის ფარგლებში, კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი დაფუძნდა.
საგანმანათლებლო ცენტრში, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთაც სხვადასხვა პროფესიული განათლება აქვთ, ცოდნას უსასყიდლოდ გაუზიარებენ მადლიერების სახლში მყოფ მცირეწლოვან ბენეფიციარებს,
"ჩვენს ბენეფიციართა შორის ზოგი პედაგოგი იყო, ზოგი მუსიკოსი, ზოგიც მხატვარი, მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და ამ ახალი პროგრამის ფარგლებში, ისინი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ჩვენივე ბენეფიციართა შვილიშვილებსა და ოჯახის წევრებს,"- ამბობს ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორი რევაზ ჩახუნაშვილი.
ააიპ ქუთაისის მადლიერების სახლი, 1995 წლიდან არსებობს და სოციალურად დაუცველებს ყოველდღიურად, უფასო კვებით უზრუნველყოფს.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები