ახალი ამბები
"ტორპედო" 70 წლის იუბილეს აღნიშნავს
FaceBook
იუბილესთან დაკავშირებით, "ტორპედოსა" და "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი გაიმართება.


ქუთაისის "ტორპედო" დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 ივნისს ქალაქში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქუთაისის საფეხბურთო კლუბსა და 1981 წლის ევროპის თასის მფლობელის, თბილისის "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს შორის დაგეგმილი მატჩია, რომელიც "ტორპედოს" მოედანზე შედგება.

იუბილესთან დაკავშირებით ქალაქში ჩამოსული სტუმრების მიღება ქუთაისის მერიაში გაიმართება. სპორტულ მუზეუმში კი ამ დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა.

მოგვიანებით, ფეხბურთში სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულებსაც დააჯილდოვებენ.

საფეხბურთო კლუბი "ტორპედო", ქუთაისის სააავტომობილო ქარხნის ბაზაზე, 1946 წელს ჩამოყალიბდა. დაარსებიდან 3 წლის შემდეგ გუნდი საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ცენტრალური სტადიონი, სადაც "ტორპედო" საშინაო მატჩებს ატარებს, 1949-1956 წლებში აშენდა. მას რეკონსტრუქცია პირველად 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სტადიონი 15 000 მაყურებელს იტევს.

ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.