არასამთავრობო ორგანიზაციები რიონის სანაპიროზე კაფე-ბარ "არგოს"
მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში, კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ
გაერთიანებული არასამთვრობო ორგანიზაციები, საკრებულოს თავმჯდომარეს
რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვენ. არასამთავრობო სექტორი
მიიჩნევს, რომ კაფე-ბარის მშენებლობის ირგვლივ არსებულ კითხვებს
საჯაროდ უნდა გაეცეს პასუხები.
"მურღულიამ მოიტყუა, თითქოს გზების დეპარტამნეტისა და კულტურული
მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდათ, რაც
არაა სიმართლე. ერთმა აღიარა, რომ არ შეუსწავლია, მეორეს კი, საერთოდ
არ გაუცია ნებართვა, რადგან ეს არ იყო მათი კომპეტენცია. ნებართვების
გაცემაზე პასუხისმგებლობა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურს ეკისრება,თუმცა, მან სხვა უწყებებს გადაუნაწილა ეს
პასუხისმგებლობა. მოვითხოვთ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ეს
საკითხი ღიად იქნეს განხილული", -
განაცხადა ბრიფინგზე
არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია"
წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა, რომელმაც შესაბამისი
ინფორმაცია უწყებებიდან პირადად გამოითხოვა. .
" ჩვენი
კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ დეპარტამენტის სპეციალისტების
მიერ ვითარების ადგილზე შესწავლის საჭირობა არ ყოფილა, ვინაიდან
ქუთაისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით,
ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ჭალის ზედა
ტერასაზე, რომელიც გამოყოფილია სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონისგან
ბეტონის კდელით. სამშენებლო საქმიანობის საკითხის განხილვა
სცილდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციას", -
ნათქვამია თორნიკე ბარათაშვილისთვის საგზაო დეპარტამენტიდან
მიღებულ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს საჯარო ინფორმაციის
ხელისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ
გამოქვეყენებაზე პასუხისმგებელი პირი აწერს ხელს.
რაც შეეხება, კიდევ ერთ უწყებას რომელსაც ამ შემთხვევაში
სამშენებლო ნებართვა უნდა გაეცა, ბარათაშვილი განმარტავს,
რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ
მიუღიათ. თუმცა, მისივე თქმით, მას ზეპირ საუბარში
მშენებლობაზე ნებართვის გაცემა დაუდასტურეს, მაგრამ უთხრეს,
რომ მიმდებარე ტერიტორია შესწავლილი არ
ჰქონდათ.
"ეს ზეპირი საუბარი დადასტურებული იქნება ოფიციალურ წერილშიც,
რომელსაც ველოდებით სააგენტოდან", - აღნიშნავენ "ევროპა ჩვენი სახლიას
" წარმომადგენლები.
არასმთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის
გამართვის თხოვნით წერილითაც მიმართავენ. საკრებულოში კი
განმარტავენ, რომ საკითხს ოფიციალური
მოთხოვნის შემდეგ განიხილავენ.
არასამთავრობოთა პროტესტს
ადგილობრივი თვითმმართველობა გამოეხმაურა.
მერიის არქიტექტური სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი წერილში
განმარტავს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით
მიმდინარეობს.
ქუთაისში,
ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავის ფორმის კაფე-ბარ
"არგოს"
მშენებლობას შპს "ანასტასია"
ახორციელებს.
მშენებლობა
მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების
შეგროვება დაიწყო
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს
აანონსებენ
ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას
ავრცელებს
ნიკა
ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"
"არგოს"
მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი
ერთკვირიან ვადას აძლევს
ეს
ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ
ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები