"იქ, სადაც მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, არ გავჩერდები",-აცხადებს
ჩეჩელაშვილი.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ყოფილი პრეზიდენტი, თემურ
ჩეჩელაშვილი, მის მიერ პოსტის დატოვების მიზეზებზე, სპეციალურ
პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
ის ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდის შეხვდება ჟურნალისტებს.
"ფაქტიურად, თავისუფალი ვარ პოსტიდან. იქ, სადაც მე ვერ მივიღებ
გადაწყვეტილებას, არ გავჩერდები. მოდის სხვა გუნდი და ისინი
გადაწყვეტენ ვინ სურთ ამ პოსტზე", - აცხადებს ჩეჩელაშვილი.
მისივე თქმით, ქუთაისის მერიასა და ახალ ინვესტორს შორის
მოლაპარაკებები კლუბის შეძენაზე ამ მომენტშიც მიმდინარეობს.
"ჩემი ინფორმაციით, მერაბ ჟორდანია და მისი გუნდი აპირებს კლუბის
შეძენას", - ამბობს ჩეჩელაშვილი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის,
მერაბ ჟორდანიას განცხადებაზე, რომ ის "ტორპედოს"
შეძენის მსურველს დაეხმარება, "ქუთაისიპოსტი" ერთი თვით ადრე
წერდა.
ჩეჩელაშვილმა პოსტიდან გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისის მერს 1
ივნისს მიმართა.
ამავე
თემაზე:
"ტორპედოს" ბიუჯეტის დაფინანსებაზე და
გასაიდუმლოებული ინვესტორები
"ტორპედოს" ადმინისტრაციას, შესაძლოა, ქუთაისის
საკრებულოსთვის განმარტებების გაკეთება
მოუწიოს
მასალის გამოყენების პირობები