მიმდინარე წლის 17 ივნისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში პროექტი ATSUHACK იწყება.
მარათონის მონაწილეები 48 საათის განმავლობაში სხვადასხვა (hardware
& software) ტექნოლოგიის გამოყენებით ახალ, ინოვაციურ იდეებზე
იმუშავებენ.
პროექტში დაახლოებით 100 ადამიანი ჩაერთვება, როგორც ინდივიდუალურად
ისე გუნდებად.
კონკურსანტები საკუთარ იდეებს საინჟინრო მიმართულების სამრეწველო
ინოვაციების ლაბორატორიაში განხორციელებენ.
როგორც "ფაბლაბში" განმარტავენ, დავალების შესრულების დროს
მონაწილეები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სპეციალურად მათთვის აღჭურვილ
სივრცეში განთავსდებიან. 48 საათის მანძილზე მათ ადგილის დატოვების
უფლება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, არ ექნებათ.
„შესვენებების დროს, სპეციალურად მოწვეული სპიკერები, წინასწარ
განსაზღვრულ თემატიკაზე ლექციას ჩააატარებენ. ჯგუფებისთვის სამუშაოდ
მიცემული 48 საათის ამოწურვის შემდეგ, თითოეული გუნდი, პრეზენტაციის
სახით, საკუთარ ნამუშევარს წარადგენს,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი,
გაგა ჩიხლაძე.
პროექტს სამი გამარჯვებული გუნდი ეყოლება, რომელსაც ჟიური გამოავლენს.
საპრიზო ფონდი, 8 000 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდება: I ადგილი -
4000 ლარი, II – 2500 ლარი და III ადგილი - 1500 ლარი.
მსურველთა
რეგისტრაცია მიმდინარე წლის 2 ივნისიდან და 12
ივნისამდე გაგრძელდება.
ჰაკათონში ჩართვა ნებისმიერ მსურველს ასაკის შეუზღუდავად შეუძლია.
პროექტი19 ივნისს დასრულდება.
ATSUHACK აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო
ჯგუფმა წარადგინა. პროექტის მხარდამჭერები სტუდენტური
თვითმმართველობა, FABLAB_ATSU, IHUB თბილისი, საქართველოს ინოვაციების
და ტენოლოგიების სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა არიან.
მასალის გამოყენების პირობები