მშვილდაძემ
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აქტი გამოსცა,
რომლის საფუძველზე გამგებლის უფლებამოსილებები შეითავსა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაღდათის გამგებლის ყოფილი მოადგილე,
გელა მშვილდაძე თანამდებობაზე აღადგინა. მან სასამართლოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აქტი გამოსცა, რომლის საფუძველზე
გამგებლის უფლებამოსილებები შეითავსა.
"ცნობად იქნას მიღებული 2016 წლის 25 მაისის ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 27 მაისიდან შევუდექი
ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შესრულებას," - ნათქვამია მშვილდაძის
მიერ 30 მაისს გამოცემულ აქტში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ფილიალის
იურისტის, თამთა კახიძის განმარტებით, მშვილდაძის მიერ გამოცემული
აქტი არარააქტად ჩაითვალა.
მისივე განმარტებით, არარაქტად არაუფლემოსილი პირის მიერ გამოცემული
აქტი
ითვლება.
"გამგებლის ყოფილი მოადგილე, მიუხედავად სასამართლოს
გადაწყვეტილებისა, აქტის გამოცემის მომენტში არ იყო უფლებამოსილი პირი
სამართლებრივი მოქმედება განეხოციელებინა გამგებლის ნაცვლად.
შესაბამისად, მის მიერ გამოცემული აქტი "თვითმმართველობის კოდექსში"
ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ,
მიჩნეულ უნდა იქნეს არარა აქტად", - განმარტავს იურისტი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს გელა მშვილდაძეს,
რომ "თვითმმართველობის კოდექსში"
ცვლილებების დამტკიცებამდე თავი შეიკავოს
სამართლებრივი მოქმედებების შესრულებისაგან.
გელა მშვილდაძე ბაღდათის გამგებელმა მიმდინარე წლის
25 აპრილს სამსახურიდან
გაათავისუფლა. თავად, გამგებელი კი საკრაულა-ბარდათის გზის
რეაბილიტაციაში არამიზნობივად დახარჯული თანხების გამო,
ანტიკორუფციულმა
საბჭომ იმავე დღეს დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები