მოქალაქეებს შეუძლიათ კომისიას წყლის სისტემის სარეაბილიტაციო
სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებული პრობლემებითაც
მიმართონ.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის ფილიალი
მოქალაქეთა პრეტენზიებს საფუძვლიანი განხილვის შემდეგ უპასუხებს.
კომპანიაში საჩივრების კომისია შეიქმნა, რომელიც ქალაქის მასშტაბით,
წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას განიხილავს და
შესაბამისად უპასუხებს.
საჩივრების სისტემა კომპანიაში "აზიის განვითარების ბანკის" ფინანსური
მხარდაჭერით შეიქმნა.
"ჩვენი კომანია არის პირველი, სადაც შეიქმნა და წარმატებით
ფუნქციონირებს პირველი საჩივრების სისტემა. განსაკუთრებული მადლობა
ჩვენს ფინანსურ პარტნიორს იმისთვის, რომ გვეხმარება მსგავსი
პროექტების განხორცილებაში", - განაცხადა "გაერთიანებული
წყალმომარგების კომპანიის"დირექტორმა, გიორგი კობერიძემ.
მოქალაქეებს შეუძლიათ კომისიას ქუთაისში წყლის სისტემის
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებული
პრობლემებითაც მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები