ლილი ნუცუბიძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები ლადო მესხიშვილის თეატრის
სცენაზე აჟღერდება.
"ამღერებული ლექსი" - ამ სახელწოდებით საღამო მიმდინარე წლის 2 ივნისს
ლადო მესხიშვილის თეატრში შედგება.
კონცერტზე კომპოზიტორების რუსუდან სებისკვერაძისა და ნუნუ გაბუნიას
სავტორო სიმღერებს იმღერებენ.
ლილი ნუცუბიძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე,
ნუკრი კაპანაძე, გიორგი მეფისაშვილი, ნინუცა ბედიაშვილი და ქალთა ტრიო
"თეატრალურის კვარტეტი" შეასრულებენ.
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა, 18:00 სთ-ზე
დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები