ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასწავლო წელი ოთხასმა მე–12
კლასელმა დაამთავრა.
აქედან, 31 მოსწავლე 4 მაღალმთიან სოფელში ქვედა უსახელო, ვაჭევი,
ხრეითსა და ბერეთისას საჯარო სკოლებში სწავლობდნენ.
ეს ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს" ჭიათურის განათლების რესურსცენტრის
ხელმძღვანელმა, ნუგზარ მიროტაძემ მიაწოდა.
მუნიციპალიტეტში 43 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სულ 5 347
მოსწავლე სწავლობს და 932 მასწავლებელი მუშაობს.
ჭიათურის რესურცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ტრანსპორტი 32
საჯარო სკოლას ემსახურება. სასკოლო ავტობუსები ყოველდღიურ რეისებს 75
მიმართულებით ასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები