პროექტში მონაწილეობა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ
17-დან 25 წლამდე პირებს შეუძლიათ.
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახაგაზრდებისთვის კონკურსი
"საქართველოს მოხალისე" იწყება.
პროექტში, რომელიც ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროა, მონაწილეობა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ
17-დან 25 წლამდე პირებს შეუძლიათ.
პირველ ეტაპზე, კონკურსით დაინტერესებულებმა, თავინთი რეგიონების
მიხედვით, სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 31 მაისამდე უნდა
შეავსონ.
"მეორე ეტაპზე, სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული
კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, რის შედეგადაც თითოეულ
მუნიციპალიტეტში ორი გამარჯვებული გამოვლინდება და პროგრამის
ფარგლებში მოხალისეობის ხელშეკრულება გაფორმდება,"- ამბობს სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის
დეპარტამენტის ახალგაზრდული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ანა
ხაბარელი.
კონკურსის შედეგად, თითო მინიციპალიტეტიდან ორი, მთლინად ქვეყნის 64
მუნიციპალიტეტიდან კი 128 მოხალისე შეირჩევა, რომლებიც წყალტუბოში
მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს გაივლიან.
კურსის დასრულებისას თითოეულ მათგანს, მიმდინარე წლის ბოლომდე,
"საქართველოს მოიხალისეს" სტატუსი მიენიჭება.
"შერჩეული ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და
სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო
აქტივობებს განახორციელებენ. მათ ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობის
საკომუნიკაციო ხარჯი აუნაზღაურდებათ და ექნებათ საშუალება
საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამებში ჩაერთონ,"- აცხადებს ანა
ხაბარელი.
ქუთაისში პროექტს კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ქუთაისის
განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი გაუწევს".
პროგრამა "საქართველოს მოხალისე" 2015 წელს დაიწყო, რომლის პარტნიორია
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი", "მშვიდობის კორპუსი" და
"ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი".
პროექტის მიზანი მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება და საქართველოს
რეგიონებში მოხალისეობის ერთიანი ქსელის განვითარებაა.
მასალის გამოყენების პირობები