რამდენიმე ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარი,
რეაბილიტაციის დასრულების მიუხედავად, ამ დრომდე არ
შეკეთებულა
ქუთაისში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე
ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარი, რეაბილიტაციის დასრულების
მიუხედავად, ამ დრომდე არ შეკეთებულა.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ ამორტიზებულ
გზებზე პასუხისმგებლობას ის ქვეკონტრაქტორი კომპანია იღებს,
რომელსაც სამუშაოების ბოლო ეტაპამდე მიყვანის ვალდებულება აქვს
აღებული. საუბარია
თურქულ კომპანია "SMK" -ზე.
ამ ეტაპზე, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პარალელურ
რეჟიმში 7 ქუჩაზე მიმდინარეობს (გორა-საქუსლიას დასახლება,
ნინოშვილის, გამსახურდიას, ძნელაძის, ასათიანის, მელიქიშვილისა და
ასლანიკაშვილის ქუჩებზე).
ქალაქის მასშტაბით წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა
დასრულდეს, რის შემდეგაც ქუთაისს მუდმივი წყალმომარაგება ექნება.
პროექტს 68 მილიონი ლარით "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს.
ნახეთ ფოტო:
მასალის გამოყენების პირობები