საქართველოს მთავრობისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის
მონიტორინგი (IDFI) -მ განახორციელა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სავალდებულო ინფორმაციის
საკუთარ ვებგვერდზე განთავსების მიხედვით, უარყოფითი შედეგი
აჩვენა.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა", (IDFI)
საქართველოს მთავრობისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი,
ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით ჩაატარა.
2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული კვლევის
შედეგად, გამოიკვეთა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, არ
ანახლებს ვებგვერდს.
gov.ge -ზე არ ხდება ახალი ინფორმაციის
განთავსება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბიუჯეტი, შრომისა
და სამივლინებო ხარჯები, შესყიდვები, მიღებული და გაცემული გრანტები
და სხვა.
საკვლევ პერიოდში, ადმინისტრაციამ სავალდებულო ინფორმაციის მხოლოდ 47%
გამოაქვეყნა.
საქართველოს მთავრობის მსგავსად, გამჭვირვალობის დაბალი მაჩვენებელი
აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომლის
ვებგვერდიც ასევე ნაკლებად ინფორმატიულია საკუთარი საქმიანობის
შესახებ.
2016 წლის მაისის მდგომარეობით, სავალდებულო ინფორმაციის 100%
გამოაქვეყნა მხოლოდ ოთხმა უწყებამ. ესენია: განათლებისა და
მეცნიერების, ენერგეტიკის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.
ინფორმაციის 52%-ს ასაჯაროებს საკუთარ ვებგვერდზე საგარეო საქმეთა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროები.
დანარჩენ უწყებათა ვებგვერდების ინფორმატიულობის მაჩვენებლები
89%-დან 98%-მდე მერყეობს.
IDFI- სამინისტროებს და მთავრობს ადმინისტრაციას მოუწოდებს შეასრულონ
საქართველოს მთავრობის 2013 წლის N219 დადგენილება და უზრუნველყონ
ინფორმაციული ხელმისაწვდომობა საკუთარ ვებგვერდებზე.
მასალის გამოყენების პირობები