კონფერენციაში ქართველებთან ერთად, 7 ქვეყნიდან მოწვეული მეცნიერებიც
მონაწილეობენ.
"თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა" ამ
სახელწოდებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო
კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიების მთავარი მიმართულება გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებია და
მასში ქართველებთან ერთად, 7 ქვეყნიდან მოწვეული მეცნიერებიც
მონაწილეობენ.
"კონფერენციაზე რვა სექცია იმუშავებს, ძირითადად,
საინჟინრო-ეკონომიკის და მანქანა მოწყობილობების მხრივ, მაგრამ
წამყვანი მიმართულება გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა
იქნება. ჩვენი შეკრების მიზეზი არის ის, რომ მოხდეს მეცნიერების მიერ
წარმოდგენილი თემების განხილვა," - განაცხადა საინჟინრო-ტექნოლოგიური
ფაკულტეტის დეკანმა, მაია გრძელიძემ.
კონფერნციაში მეორედ მონაწილეობს წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორანტი,
ლელა კიკნაველიძე.
"ჩემი მუშაობის ძირითადი თემატიკა არის ფეხსაცმლის დიზაინის
შემუშავების ფაქტორები, ვსწავლობ მის კონსტრუირებას და ტექნოლოგიას.
მსგავს კონფერენციაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა," -
განაცხადა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტმა, ლელა
კიკნაველიძემ.
სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ შვედეთის კალმანის
უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ჰოლგმანი, რომელიც ნაჩენების
გადამუშავების კუთხით მუშაობს.
"ვცდილობ მეტი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას რა არის საჭირო
გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. საქართველოში პირველად
ვიმყოფები და მიხარია, რომ ასეთ საინტერესო კონფერენციაში მეც მივიღებ
მონაწილეობას," - განაცხადა უილიამ ჰოლგმანმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ორი
დღე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები