სამეფო კომპლექს "ოქროს ჩარდახში" ეროვნული სამოსის დღესთან
დაკავშირებით გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,
რომელმაც იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოტანილი ეროვნული
სამოსი, ქართული ტრადიციული ავეჯი და სხვა ნიმუშები დაათვალიერა.
გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იყო რაჭის სამხატვრო სკოლის
მოსწავლეების ნამუშევრებიც.
"წარმოდგენილი გავქვს ხურჯინები, ფარდაგები, ასევე ნახატები.
სპეციალურად ჩამოვედი, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მიგვეღო
მონაწილება," - განაცხადა ონის სამხატვრო სკოლის დირექტორმა, ელენე
მაგრაქველიძემ.
ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში "ოქროს ჩარდახის"
ტერიტორიაზე დამთვალიერებლებს მისვლა დღის ბოლომდე შეუძლიათ.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, გუშინ
გიორგი მარგველაშვილმა
კადეტთა ლიცეუმი
მოინახულა.
ის, ასევე დაესწრო
დავით კაკაბაძის სახელმწიფო გალერეაში,
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
"ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის
ფარგლებში მიმდინარე გამოფენას და ქუთაისის რეაბილიტირებულ
უბანში ფეხით გაისეირნა.
მასალის გამოყენების პირობები