ახალი ამბები
60 000 ლარიანი "გვირილობა 2016" ქუთაისში
FaceBook
ყველაზე დიდი თანხა, 25 500 ლარი, ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტისთვის დაიხარჯა.


ქუთაისში "გვირილობა 2016" -ის ღონისძიებებზე ქალაქის ბიუჯეტიდან 60 000 ლარამდე დაიხარჯა, თუმცა თავდაპირველად დღესასწაულის მთლიანი ბიუჯეტი 80 000 ლარით განისაზღვრა.

ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მუხნარის ტყეში, "გვირილობა 2016"-ის ფარგლებში 60-მდე ღონისძიება გაიმართა. 



მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საბიუჯეტო სახსრებით 11 მათგანი დაფინანსდა.

მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტის ორგანიზებისთვის დაიხარჯა. ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გამართული ღონისძიებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 25 500 ლარი გამოიყო.

3000 ლარი იყო განსაზღვრული პიანისტ ელისო ბოლქვაძისთვის ავიაბილეთების შესაძენად. თუმცა, საბოლოოდ, ქუთაისის მერიამ ბილეთების შესყიდვა  1470 ლარად შეძლო. პიანისტმა მესხიშვილის თეატრში სამქველმოქმედო კონცერტი გამართა.

5000 ლარი დაიხარჯა მხატვარ ბერნარდ ნებიერიძის, ხოლო 1250 ლარი ქეთი მიქელაძის ნამუშევრების გამოფენაზე, რომლებიც TBC გალერეაში მოეწყო.

ღია ცის ქვეშ მხატვართა ნამუშევრების გამოფენისთვის საჭირო მოლბერტების შეძენისა და ქუჩის კოსტუმირებული სანახაობის ორგანიზებისთვის სულ 7 300 ლარი დაიხარჯა.

სპეციალურად სასაჩუქრე მედალიონებისთვის კი ადგილობრივი ბიჯეტიდან 900 ლარი გამოიყო.

მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში განმარტავენ, რომ "გვირილობა 2016" -ის კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ნაწილი ორგანიზატორებმა საკუთარი სახსრებით ჩაატარეს, მათ შორის იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც მუხნარის ტყეში საკუთარი რაიონები წარმოადგინეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.