იმერეთის გუბერნატორის ახლადდანიშნულმა პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ წარდგენაზე საქართველოს მთავრობას და გუბერნატორს მადლობა გადაუხადა. ნადირაძის განმარტებით, ის კარგად იცნობს იმერეთის რეგიონს და არსებულ პრობლემებს.
"მადლობას ვუხდი მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. შესაბამისად შევეცდები გუნდურად და ნაყოფიერად ვიმუშაო. ვემსახურები ამ რეგიონს და გამომიყენეთ", - განმარტა პაატა ნადირაძემ.
მისი თქმით, მას წლების განმავლობაში სხავადასხვა თანამდებობა ეჭირა იმერეთის რეგიონში. ბოლოს კი, თბილისში საქალაქო ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები