"ერთი ტონა
ჯართი 100 - 150 ლარი ღირდა"
ქუთაისში ჯართის ფასმა
ბოლო ერთი
კვირაა მოიმატა.
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე არსებულ ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აცხადებენ,
რომ
ერთი
ტონა ჯართის ღირებულება საშუალოდ 50 - 100 ლარითაა გაზრდილი და
200 - 250 ლარს შეადგენს.
"ერთი კვირით ადრე ერთი ტონა ჯართის ფასი უფრო დაბალი იყო, ტონა ჯართი
100 - 150 ლარი ღირდა," - ამბობენ ჯართით მოვაჭრეები.
მათივე ინფორმაციით, ჯართის ბიზნესი გაცილებით
მომგებიანი
მაშინ გახდება,
თუ ნედლეულის ექსპორტი იქნება შესაძლებელი.
"ექსპორტი ნედლეულის ფასზე დადებითად იმოქმედებს," - განმარტავენ
ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში.
ჯართით მოვაჭრეების ინფორმაცით, ნედლეულის ფასი განსაკუთრებით მაღალი
ოთხი წლის წინ იყო და ჯართის შეგროვება მომგებიან ბიზნესად ითვლებოდა.
იმ დროისათვის ერთი ტონა ჯართის ფასი 400 ლარი გახლდათ.
მასალის გამოყენების პირობები