იმერეთის მხარის რწმუნებული გივი ჭიჭინაძე თავის ახალ მოადგილეს დღეს წარადგენს. იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტზე პაატა ნადირაძე ინიშნება.
აღნიშნული ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ დაწერა.
იმერეთის ახალი გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, იმერეთის სამხარეო ადმინსიტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
გივი ჭიჭინაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ზაზა მეფარიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა თავისივე სურვილით დატოვა. ჭიჭინაძე გუბერნატორად თებერვლის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა დანიშნა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები