პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ
გომელაურს მოუსმენენ.
სუს-ის პირველი პირი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
გომელაურის მოსმენა ქვეყნის უმაღლეს საკაკონდებლო ორგანოში მიმდინარე
წლის
30 მარტს კვორუმის გამო გადაიდო. ორჯერ
გამოცხადებული რეგისტრაციის მიუხედავად, მაშინდელი მოსმენისთვის
კვორუმი არ შედგა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სუს-ის არშემდგარი
ანგარიში
წინასწარ დაგეგმილ მასკარადად შეაფასეს.
თავად გომელაურმა კი განაცხადა, რომ ის
მზად იყო ანგარიშის ჩასაბარებლად, თუმცა მისი
ბრალი არ არის თუ კვორუმი არ შედგა.
მასალის გამოყენების პირობები