ბაღდათის მუნიციპალიტეტს ორი კვირაა ხელმძღვანელი აღარ ჰყავს.
ადგილობრივი მთავრობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, ირაკლი
გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილს ანტიკორუფციული საბჭოს
წარმომადგენლებმა დააკავეს. გამგებელი ამ
დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლებით, ორთვიანი
წინასაწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ხალხის მიერ არჩეულ ხელმძღვანელს სასამართლო უწყება 227 000 ლარის
გაფლანგვაში ედავება. "თვითმმართველობის შესახებ კოდექსის" თანახმად,
გამგებლის არყოფნის შემთხვევაში მის მოავლეობას გამგებლის მოადგილე
ასრულებს. თუმცა, გელა მშვილდაძე, რომელიც მოადგილედ თავად ირაკლი
გეგეშიძემ დანიშნა, გამგებელმა დაკავებამდე რამდენიმე საათით
ადრე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის გამოც ბაღდათის გამგეობა
ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა.
"იმ დღეს გაათავისუფლა მოადგილე და ახლის დანიშვნა ვერ მოასწრო,
ამიტომ ამ მხრივ ჩიხში ვართ", - განმარტავს ბაღდათის საკრებულოს
თავმდჯომარე, გრიგოლ მაჩიტაძე.
"თვითმმართველობის შესახებ კოდექსში", რომელიც არეგულირებს
თვითმმართველ ერთეულებში საკადრო ცვლილებებს, ბაღდათის
მუნიცილაპიტეტში შექმნილ მსგავს შემთხვევებზე
არაფერია
ნათქვამი.
"დღეის მდგომარეობით, არც "თვითმმართველობის შესახებ კოდექსი" და არც
სხვა რაიმე აქტი არ ამბობს იმის შესახებ, თუკი მსგავსი სიტუაცია
შეიქმნა როგორ ვიქცევით", - განმარტავს საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი
სანტურიანი.
ირაკლი გეგეშიძე ბაღდათის გამგებლის პოსტზე "ქართული ოცნების" ქვოტით
2014 წელს ჩატრებული ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნების შედეგად
დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები