"მზად
ვარ,
ჩემს
მეგობრებს,
ვინც
"ტორპედოში"
ინვესტიციის
ჩადებას
გეგმავს მაქსიმალურად დავეხმარო"
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ბიზნესმენი მერაბ ჟორდანია,
საფეხბურთო კლუბ "ტორპედო ქუთაისის" შესაძლო გასხვისების თემას
ეხმაურება და ამბობს, რომ მზად არის დაეხმაროს მის მეგობრებს,
რომლებიც "ტორპედოს" შეძენას აპირებენ. თუმცა, ვინ არის მზად კლუბში
ინვესტიციის ჩასადებად, ჟორდანია არ აკონკრეტებს.
"ვადასტურებ, რომ საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოში" შექმნილი
მძიმე სიტუაციის შემდეგ მქონდა საქმიანი საუბრები კლუბის მესვურებთან
და მზად ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს ქუთაისის "ტორპედოში"
ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო.
ქუთაისის "ტორპედო" - ეს ის გუნდია, რომლის მაისურითაც მე არაერთი
შეხვედრა მაქვს ჩატარებული და ჯერ კიდევ შარშან განვაცხადე, რომ ჩემი
შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის შევეცდებოდი, ამ გუნდისთვის
მაქსიმალური დახმარება გამეწია", - აცხადებს ჟორდანია.
ქუთაისის "ტორპედოს" გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების
მიმდინარეობას
ადასტურებს ქუთაისის მერი, თუმცა, არც შოთა
მურღულია ასახელებს "ტორპედოს" შეძენის მსურველთა ვინაობას.
მერაბ ჟორდანია სხვადასხვა დროს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებში
თამაშობდა. 1998 და 2002 წელს იგი ორჯერ აირჩიეს საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.
მასალის გამოყენების პირობები