"პოლიტიკოსი შეიძლება იყოს ქალი, ისევე, როგორც მამაკაცი."
ქალთა პოლიტიკური აქტივიზმი, გენდერული მდომარეობა პოლიტიკურ
პარტიებში და პოლიტიკოსების დამოკიდებულება კვოტირების საკითხთან
დაკავშიებით - ეს ის თემებია, რომელიც ქუთაისში, დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში განიხილეს.
ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები მოქალაქეებსა
და მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრებმა
გააცნეს.
ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლის, ნინო დარსაველიძის თქმით,
კვოტირების საკითხის დადებითად გადაწყვეტა პოლიტიკაში ქალთა
მონაწილეობას გაზრდის.
ქალთა პოლიტიკური აქტივიზმის გაზრდის მომხრეა ქუთაისის მედიაცენტრის
დირექტორი, ქეთი ბერძენიშვილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ქალ
წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზატორია.
"მხოლოდ კაცები არ უნდა წყვეტდენ ქვეყნის ბედს, ამომრჩეველმა უნდა
გააცნობიეროს, რომ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს ქალი, ისევე, როგორც
მამაკაცი," - ამბობს გენდერის მედიაცენტრის დირექტორი, ქეთი
ბერძენიშვილი.
"ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი" პროექტის ფარგლებში შეხვედრები
გაიმართა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის და "ქალთა
ორგანიზაციის" თავმჯდომარესთან,
მაია ხელაძესთან, ასევე პარტია "თავისუფალი
საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე
ნინო დოლიძესთან და "დემოკრატიული მოძრაობა -
ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელთან, ნატო უგრეხელიძესთან
გაიმართა.
პროექტს "ხმა მიეცი თანასწორობას" ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი
გენდერული თანასწორობისთვის" და ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი,
USAID-ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES -ის
მხარდაჭერით.
საქართველოს პარლამენტში, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი. ამ
მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 115-ე
ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები