ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 1 360 ლარის 8 ცალი სამკერდე ნიშანი უნდა შეიძინოს
ქუთაისის მერია საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლაურეატთა სამკერდე ნიშნებს ყიდულობს. აღნიშნული ნიშნების დასამზადებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 1 360 ლარის ღირეულების ტენდერი 18 მარტს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 1 360 ლარის 8 ცალი სამკერდე ნიშანი უნდა შეიძინოს. გარდა ამისა, სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე მითითებულია ის მახასიათებელბი რომელიც სამკერდე ნიშანას უნდა გააჩნდეს. მაგალითად, სამკერდე ნიშნის ზომა 30X40მმ; სისქე 0,7-0,8მმ; სამკერდე ნიშნების; ტიხარი და ფუძე უნდა იყოს ვერცხლის, სამკერდე ნიშნის სამაგრი (უკანა მხარე) უნდა იყოს ვერტიკალური, ჰორიზონტალური ან პერპენდიკულარული და უნდა დამაგრდეს მინანქრის ჩასხმამდე, ოქრო -999 სინჯი, ვერცხლი - 999 სინჯი - სწორედ ეს და კიდევ სხვა მახასიათებლი უნდა ქონდეს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ დამზადებულ საკერდე ნიშანს. ტენდერის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 8 ცალი სამკერდე ნიშნის დამზადება და მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები