ახალი ამბები
"ასეთ სანაგვეში როდემდე უნდა ვიყოთ" - ქუთაისში ქუჩების მოწესრიგებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში ბროსესა და ვარლამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები გზის საფარის დროულ მოწესრიგებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფანჯრებს მტვერის გამო თვეებია ვერ აღებენ და ასევე, გართულებულია გადაადგილება.

მოსახლეობის განცხადებით, უამინდობის პირობებში სანიაღვრეები წყალს არ ატარებს და ქუჩა იტბორება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩის ეს მონაკვეთი ამ დრომდე დასრულებული უნდა იყოს და ისინი სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ.

"დავიღალეთ, ასეთ სანაგვეში როდემდე უნდა ვიყოთ. მოვუწოდებთ მერიას დროულად დაასრულონ სამუშაოები," - აცხადებენ ბროსესა და ვარლამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულების პროცესშია.

"სამუშაოების შედეგად წარმოიქმნა ეკონომია, რის შედეგადაც დასრულდება ვარლამიშვილის ქუჩის მოედნის რეაბილიტაცია," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.