"აუდიტორია 115"-ის წევრებმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.
მათ ქუთაისელ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული
სიტუაცია, მიმდინარე წლის 7 მარტის საპროტესტო აქციის მთავარი
მიზეზები და მოთხოვნები გააცნეს.
როგორც "აუდიტორია 115"- ის წევრები აცხადებენ, მოძრაობა ჯერ კიდევ
2011 წელს შეიქმნა, როცა თსუ-ს სტუდენტები თანამედროვე წიგნების
თარგმნის მოთხოვნით გამოვიდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ
მათი უნივერსიტეტის პრობლემა არ არის და სახელმწიფოში არსებულ
განათლების სისტემაზე საუბრობენ.
სტუდენტებმა, ასევე პრემიერ-მინისტრსა და "აუდიტორია 115"-ის
წარმომადგენელთა შორის შეხვედრის დეტალები განიხილეს.
"პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა ჩვენს მოთხოვნებს და ველოდებით
მოვლენების განვითარებას. ჯგუფი შექმნილია და იმედია ისე გადაწყდება
ყველაფერი, როგორც ჩვენ გვსურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეულ
მოქმედებებს განვახორციელებთ. ველოდებით სხვა უმაღლესი სასწავლებლების
სტუდენტების გვერდით დგომას, რადგან ეს მათაც ეხებათ," - ამბობს
მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრი, საბა კოხრეიძე.
"აუდიტორია 115"-ის წევრები მსგავს შეხვედრებს ახალგაზრდებთან
სხვადასხვა რეგიონებშიც გეგმავენ.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები