ავტოსადგომებისთვის
ქალაქის ცენტრალური ნაწილის ათვისება მოხდება.
ქუთაისში პარკირების ადგილები დაემატება. ავტოსადგომებისთვის ქალაქის
ცენტრალური ნაწილის ათვისება იგეგმება. ამის შესახებ შპს
"პარკინგსერვისის" დირექტომა ირაკლი სარიშვილმა განმარტა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ქალაქში ავტოსადგომის ადგილები საკმარისი
რაოდენობა არ არის, ამ დროისთვის მიმდინარეობს დამატებითი ადგილების
შერჩევა.
ქუთაისის მერიამ ქალაქში პარკირების უზრუნველყოფის საკითხი მის მიერ
დაფუძნებულ კომპანია
"პარკინგსერვისს"
მას შემდეგ გადასცა, რაც ავტომანქანების სადგომ ადგილებზე
გამოცხადებული აუქციონი სამჯერ ჩაიშალა.
შპს "პარკინგსერვისმა", რომელსაც ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300
000 ლარი გადაეცა, მუშაობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები