ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლაში პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ
მასტერკლასი
ჩაატარა.
შეხვედრაზე პიანისტმა ქუთაისის სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მიერ
შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს მოუსმინა.
ელოსო ბოლქვაძე, ასევე ,შეარჩევს 2 მუსიკოსს, რომლებიც მონაწილებას
მიიღებენ ბათუმისა და საფრანგეთის მუსიკალურ ფესტივალებში.
"ძლიერი და ნიჭიერი ძალები გვჭირდება იმისთვის, რომ ბათუმისა და
საფრანგეთის ფესტივალებში მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა," -
განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მასტე
რკლასში ქუთაისის
მუსიკალური სკოლების ათი მოსწავლე მონაწილეო
ბს.
პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ
"გვირილობა 2016 "-ის ფარგლებში გუშინ ქუთაიში
საქველმოქმედო საღამო გამართა.
ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა ორი დღის წინ დაიწყო.
დღესასწაულის მთავარი ღონისძიებები გუშინ, ქალაქის ცენტრალურ უბანში
გაიმართა.
"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად
კი, მისი აღნიშვნა და
ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს.
ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს
ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და
შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ
ორგანიზაციებს.
აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და
ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
წელს პირველად გვირილობის დღესასწაულს
კვირეული მიეძღვნა.
მასალის გამოყენების პირობები