კონცერტზე შემოსული თანხა სოხაძეების მრავალსულიან ოჯახს
გადაერიცხება
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრმატულ თეატრში, პიანისტ ელისო
ბოლქვაძის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საღამოზე შემოსული თანხა
სრულად გადაირიცხება ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები
სოხაძეების მრავალშვილიანი ოჯახის ანგარიშზე.
საქველმოქმედო საღამოზე შეგროვებული თანხა, სოხაძეების 6
სულიანი ოჯახის ყველაზე პატარა წევრს მარიამ სოხაძეს მოხმარდება,
რომელსაც განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ამასთანავე, ფინანსური პრობლემები აქვს ოჯახსაც. მათი ერთადერთი
შემოსავლის წყაროს სოციალური დახმარება წარმოადგენს.
ოჯახს საცხოვრებელი სახლიც იპოთეკით აქვს დატვირთული და მათი ვალი ამ
დროისთვის 4500 დოალრს შეადგენს, რომლის გადახდის შესაძლებლობაც
სოხაძეებს არ აქვს.
საქველმოქმედო კონცერტი
"გვირილობის" ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
ქუთაისში "გვირილობა" დღეიდან აღნიშნება, როგორც ქალაქში მე-20
საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული.
ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" სახელით დაწესებული დღესასწაული წელს
"გვირილობით" ჩაანაცვლა და მისი აღნიშვნა 3 მაისს დაიწყო. ქალაქის
მერიაში განმარტავენ, რომ "ქუთაისქალაქობა" 2016 წლის სამ მაისს იმ
მიზეზით გადმოიტანეს, რომ ეს დღე ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს,
ორშაბათს დაემთხვა. ამიტომ, 2 მაისი მიცვალებულთა საფლავების
პატივგებას დაეთმო.
თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან
გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა
ქუთაისს არ უკავშირდება.
ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის,
ტუბერკულოზის დღეს.
"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად
კი, მისი აღნიშვნა და
ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს.
ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს
ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და
შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.
აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და
ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
მასალის გამოყენების პირობები