გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
აღნიშნული დღის არსებობა იმ იდეას ემსახურება, რომ ბედნიერება პლანეტის მცხოვრები ყველა ადამიანის მიზანს წარმოადგენს. ბედნიერების დღის დაწესების შესახებ თხოვნა გაეროში ბუტანის სამეფომ შეიტანა, ამ წინადადებას გაეროს წევრი 193 ქვეყანა დაეთანხმა. ბედნიერების დღე მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება.
20 მარტს ბედნიერების დღის აღნიშვნა სიმბოლური მოსაზრებით გადაწყდა. 20 მარტს დღე და ღამე მთელ დედამიწაზე თითქმის თანაბარი ხდება. დამფუძნებლებმა ამით იმას გაუსვეს ხაზი, რომ ყველა ადამიანს თანაბრად აქვს ბედნიერების უფლება.
მასალის გამოყენების პირობები