გამოფენაზე
წარმოდგენილი 16 ნამუშევარი რკინის ბადით არის
შესრულებული.
გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგამოფენო სივრცე
TBC გალერეაში ფილოლოგ ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა
მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი 16 ნამუშევარი რკინის ბადით არის
შესრულებული, რომლებსაც
ავტორი ერთ წლის
განმავლობაში ქმნიდა.
ნამუშევრებში ადამიანის გამოსახულება, ცხოველები და სხვადასხვა ნივთი
ჭარბობს.
"ყველა ეს გამოსახულება არის ჩვეულებრივი რკინის ბადისგან
დამზადებული. სხვაგანაც მინახავს მსგავსი რამ და მეც გამიჩნდა სურვილი
გამეკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ არც მხატვარი ვარ და არც
გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ
საკმაოდ რთული სამუშაოა", - განაცხადა ქეთი მელქაძემ.
დღესვე, TBC გალერეაში მწერალ ნინო ბაჯელიძის წიგნის
"დარჩირას" გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ავტორის თქმით, წიგნი, წარმოსახვით სოფელზე მოგვითხრობს, სადაც
მხოლოდ სიკეთეა.
ნინო ბაჯელიძის წიგნის ერთადერთი მოთხრობის "დარჩირას" მთავარი
პერსონაჟები მისი მეგობრები არიან.
"დარჩირას" გამოფენა-გაყიდვა ქველმოქმედების მიზნით იმართება.
შემოსული თანხა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების პროგრმას ხმარდება.
დღეს ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაული აღინიშნება, რომელიც
გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და
საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების
გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს
დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის
დღესასწაულად გადაიზარდა.
პირველად გვირილობა
ქუთაისში 105 წლის წინ
აღნიშნეს.
"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად
კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა
შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს.
ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს
ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და
შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ
ორგანიზაციებს.
აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და
ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
წელს სადღესასწაულო ღონისძიებები
7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები