ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში მეტეოროლოგიური ცენტრი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე,"საქაერონავიგაციამ" ფაქტიურ ამინდზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით, მეტეო-ოფისის ახალი შენობა გაიხსნა. შენობა მეტეოროლოგიური სამსახურის დამკვირვებლებისა და ოპერატიული რადიოცენტრის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი. მეტეო-ოფისის გახსნას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო. ქუთაისის მეტეოროლოგიური სამსახურის ახალი ოფისის შენობის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია - “UN Studio-ს ეკუთვნის. სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია შპს "რონკომ" 2013 წლის 30 დეკემბერს დაიწყო და 2015 წლის მარტში დაასრულა.
თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს საავიაციო მეტეოროლოგიის სფეროში არსებული ორგანიზაციების -ICAO--ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს. შენობაში მოეწყო მეტეო დამკვირვებლის სამუშაო ადგილი და განთავსდა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემის ოპერატიული კომპიუტერი. ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.