ახალი ამბები
სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
FaceBook
სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღდგომის დღესასწაულს სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ.

სამეგრელოში აღდგომა დღეს ლაგვანის (ქვევრი) თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო, საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა. შემდეგ კი ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

რაჭაში აღდგომა დილით პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. ლიტანიობის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა. აღდგომის მეორე დღეს რაჭაში "გიორგონთობას" ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს და ხარშავდნენ ხორცს.

ყოველ წელიწადს, აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს, რომელიც უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით ლელოს მოთამაშეებსაც ასმევდნენ, ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.

კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, აუცილებელი იყო დაეკლათ ღორი.

სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელს სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა. მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილითა და ფულითაც ასაჩუქრებდნენ. დღის ბოლოს, შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ერთად აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.