აქციებს 10
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აანონსებენ.
ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კაფე-ბარი
"არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ მომავალი კვირიდან საპროტესტო აქციები
იგეგმება. მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს ის 10 არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენლები აანონსებენ, რომლებიც "არგოს"
მშენებლობის წინააღმდეგები არიან.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაპროტესტებთ ქალაქის ცენტრში და კულტურურული
მემკვიდრეობის ძეგლთან კაფე-ბარის მშენებლობას. ამის გარდა, იდეაც
ირღვევა, კანონიც და ეს დაუშვებელია", - განაცხადა არასამთავრობო
ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა, თორნიკე
ბარათაშვილმა.
მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული არასამთვრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლების განმარტებით, მათთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი,
როდესაც ამ საკითხს ადგილობრივ თვითმმართველობაში პოლიტიკურად
მოტივირებულს უწოდებენ.
არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მშენებლობის შეჩერების
მოთხოვნით,
პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება ელექტრონულად
დაიწყეს, რაზეც ამ დროისთვის 550-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
"მანამ არ გავჩერდებით, ვიდრე მერია გონს არ მოვა და გონივრულ
გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება კი "არგოს"
მშენებლობის შეჩერებაა", - აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა.
მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული არასამთავრობო სექტორის საპასუხო
განცხადება
გაავრცელა გასულ კვირას ქუთაისის მერიამ.
"პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე რიონის სანაპირო ზოლს,
რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
მიერ", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები