ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკური კვლევის შედეგებს
აქვეყნებს.
NDI
-ის მიერ გამოკითხულთა 61%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, ვის
მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს. გამოკითხვის
მიხედვით, მხოლოდ 34%-მა იცის, ვის მისცემს ხმას.
ეს შედეგები აჩვენა NDI-ის მიერ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის
23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით ჩატარებულმა გამოკითხვამ.
"საზოგადოების განწყობა საქართველოში" - ამ სახელწოდებით NDI-ის მიერ
ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა რესპონდენტმა
მიიღო.
წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ამასთან,
დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისშიც.
ორაგნიზაციამ პოლიტიკური ნაწილის გარდა კვლევა, ასევე, ჩაატარა
საქართველოში არსებულ
ეკონოკიურ მდგომარეობსა და მოსახლეობის
განწყობაზე.
კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის
ჩამოყალიბება, რომელიც უკეთ იქნება მორგებული მოსახლეობის
საჭიროებებზე.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.6%.
კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.
კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
მასალის გამოყენების პირობები