აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, დაზიანებული ე.წ. წყლის
სოკის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მინი-შადრევანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შადრევნების
ექსპლოატაციისთვის განკუთვნილი თანხით აღადგენენ, რისთვისაც 300 ლარი
დახარჯება.
ქუთაისის მერიის წინ, მინი-შადრევანი რამდენიმე კვირის წინ დაზიანდა.
მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაურკვეველია ვინ და რა
ვითარებაში დააზიანა შადრევანი.
მასალის გამოყენების პირობები