ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო სკოლა კლასიკური და მსოფლიო
ხალხთა ცეკვების თბილისის საერთაშორისო ფესტივალიდან
გამარჯვებული დაბრუნდა.
სკოლას ფესტივალზე ლაურეატის დიპლომი და საუკეთესო
საშემსრულებლო ოსტატობისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი
რიგით
მეოთხედ ჩატარდა და მასში 40-მდე კლასიკური და
მსოფლიო ხალხთა ცეკვების სკოლა იღებდა მონაწილეობას.
"მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს გამარჯვება. მინდა მივულოცო ჩვენს
პედაგოგს, სოფო ფირცხალაშვილს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგია ეს
წარმატება,"- აღნიშნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა,
ნატალი პატარიძემ.
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში საბალეტო სკოლა ორი წელია
ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები