გამოხმაურება ქუთაისიპოსტის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრები ქუთაისის მერიას მოუწოდებს, ქალაქში არებულ კულტურულ ძეგლებზე იზრუნოს.ორგანიზაციის წევრები ქუთაისში, პირველი სკოლისა და "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ არსებულ სკვერში დაზიანებულ ხელოვნების ნიმუშებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ქანდაკებები მოუვლელობის გამო ფუჭდება.
"ხელოვნების ნიმუშებისთვის განკუთვნილ ადგილზე არალეგალური პარკირების ადგილი ფუნქციონირებს. გადანაცვლებულია ქანდაკებების ადგილი. თავდაპირველად ამ სკვერში 9 ქანდაკება იყო, ახლა ექვსი ქანდაკებაა შემორჩენილი და დანარჩენი დამტვრეული და დამსხვრეული. ეს არის ვანდალიზმი და მოვუწოდებთ მერიას ამას ყურადღება მიაქციონ,"- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრი ვახტანგ სიხარულიძე.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნშნული სკვერი ქუთაისის მერიამ 2008 წელს 25 წლიანი იჯარის ვადით გაასხვისა და სკვერში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
ქუთაისში,
არალეგალური პარკინგით დაფარულ ხელოვნების ნიმუშებზე ვიდეოკადრები ქუთაისიპოსტმა გაავრცელა. ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები