76 618
ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 4 აპრილს
გამოცხადდა.
ქუთაისის მერიამ განჯის ქუჩაზე ღვარსადენის რეაბილტაციისთვის ტენდერი
გამოაცადა.
76 618 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 4 აპრილს
გამოცხადდა. ტენდერით დაინტრერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა
22 აპრილიდან შეუძლიათ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღვარსადენის მაგისტრალური მილის
სიგრძე 283 მეტრი იქნება.
განჯის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი
თანხის 5% ადგილობრივ ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო 95% პროგრამების
სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს წარმოადგენს.
განჯის ქუჩაზე არსებული მოუწესრიგებელი გზის საფარის შესახებ
ქუთაისიპოსტმა ვიდეორეპორტაჟი მოამზადა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სანიაღვრე სისტემისა და გზის
საფარის რეაბილიტაცია საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ მომხდარა. მათი
მტკიცებით, გზის საფარის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ქალაქის მერიას ჯერ
კიდევ 2014 წელს წერილობით მიმართეს.
როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ქუთაისიპოსტს განუცხადეს,
განჯის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობამდე, სანიაღვრე ქსელის
რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის
განმარტებით, განჯის ქუჩაზე გზისა და სანიაღვრე სისტემების
რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება და 2017 წლისთვის დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები