ახალი ამბები
წყალტუბო ნადგურდება - რა მოთხოვნებს უყენებენ გამგეობას
FaceBook
"კურორტის რეაბილიტაციისთვის მოზიდული მილიონობით ლარი წყალში იყრება"


"წყალტუბოში ნაწილობრივ განახლებული პარკი უპარონობით ნადგურდება და ჩვენს მიერ კურორტის რეაბილიტაციისთვის მოზიდული მილიონობით ლარი წყალში იყრება. პარკში დაზიანებულია სკამები, მწყობრიდან გამოსულია გარე განათების ბოძები და ამას ყურადღებას არავინ აქცევს," - აცხადებენ წყალტუბოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ისინი, ამავდროულად ირწმუნებიან, რომ წყალტუბოს გამგეობა არც დროულად იჯარით ტერიტორიების გაცემაზე ზრუნავს.

"არც იმას აკეთებენ, რომ დროულად გასცენ იჯარით ტერიტორია, სხვამ მაინც რომ მიხედოს და მოუაროს," - განმარტავენ "ნაციონალები" და წყალტუბოში, ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების მიზნით, დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

წყალტუბოს გამგეობაში განმარტავენ, რომ ცენტრალური პარკის და ცივი ტბის კეთილმოწყობა მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული და სამუშაოების შესრულებაზე, ასევე, მოვლა-პატრონობაზე, ერთი წლის განმავლობაში, კომპანია "ეპტისამ" უნდა იზრუნოს.

"შესაბამისად, ცენტრალულ პარკში დაზიანებული ინვენტარის შეკეთებაზე აღნიშნული კომპანიაა პასუხისმგებელი. თუმცა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით უკვე აღდგენილია დაზიანებული სანათები, დარჩენილია რამდენიმე სანათი, რომელთა აღდგენაზე მიმდინარეობს მუშაობა,"- აცხადებენ წყალტუბოს გამგეობაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.