არასამთავრობო სექტორი ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე
"არგოს" მშენებლობას აპროტესტებს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია, ოქროს
ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობასთან
დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს.
საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მშენებლობაში მას ბიზნეს ინტერესი არ
აქვს და აღნიშნული ტერიტორია ქალაქის მერს გამოსავლის სახით
შესთავაზა.
"არავითარი ინტერესი არ მაქვს
"არგოსთან" დაკავშირებით. პასუხისმგებლობით ვაცხადებ,
რომ არც ბიზნესწილი მაქვს ამ მშენებლობაში. შეაჩერონ მშენებლობა, მე
ხმის ამომღები არ ვარ",-ამბობს ლატარია.
ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის
მშენებლობა ათმა
არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა.
არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მშენებლობის შეჩერების
მოთხოვნით, მიმართვა ქალაქის მერს გაუგზავნეს და ერთკვირიანი ვადა
მისცეს.
არსამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ნიკა ლატარიას და
ქალაქის მერს შოთა მურღულიას, ტერიტორიის კორუფციული გზით
გასხვისებაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები