წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხომულის მღვიმის რეაბილიტაცია
იგეგმება.
როგორც გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განაცხადეს,
ხომულის მღვიმეში სპალეოთერაპიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის
მოწყობა იგეგმება.
"პროექტი უკვე მზად არის. თუ ეკონომიკის სამინისტროსგან იქნება
თანხმობა, პროექტს წარვუდგენთ ბიზნესმენებს. ბიზნესის მხრიდან
დაინტერესების შემთხვევაში, ხომულის მღვიმეში სრული რეაბილიტაცია
დაიწყება,"-განაცხადეს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, ხომულის მღვიმის რეაბილიტაციის ყველა
დეტალი, გაზაფხულის ბოლოს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები