კონფერენციაში გალიდან მოწვეული მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ
გელათის აკადემიაში რესპუბლიკური კონფერენცია ,,საქართველო–კულტურული
ვაზისა და ღვინის სამშობლო" ჩატარდა.
ქუთაისის "მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის" ორგანიზებით გამართულ
ღონისძიებაში, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული 150 მოსწავლე
მონაწილეობდა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გალიდან მოწვეულმა
მოსწავლეებმაც.
კონფერენციის გამარჯვებულები იმერეთის სამხარეო ადმინისრაციისა და
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა
დააჯილდოვეს.
ღონისძიების მხარდაჭერისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ თავად იმერეთის
გუბერნატორი, მისი პირველი მოადგილე და ქუთაისის მერი.
მასალის გამოყენების პირობები