"მზად ვარ
და ვიყავი ყველა შეკითხვაზე გამეცა პასუხი."
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ
გომალურმა, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარმდგარიყო,
საქართველოს პარლამენტის შენობის დატოვებამდე მედიისთვის კომენატრი
გააკეთა.
გომელაურის განცხადებით, მისი ბრალი არ არის თუ კვორუმი არ შედგა. ის,
ასევე, გამოეხმაურა
საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას იმასთან
დაკაშირებით, რომ ანგარიშის მოსმენის ჩაგდება წინასწარ იყო
დაგეგმილი.
"მზად ვარ და ვიყავი ყველა შეკითხვაზე გამეცა პასუხი. ხედავთ ჩამოვედი
ანგარიშის ჩასაბარებლად და ჩემი ბრალი არ არის თუ არ შედგა კვორუმი,"
- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სუს-ის ანგარიშის მოსმენა პარასკევს მოხდება. თუმცა, მოსმენას
სახელმწიფო უსაფრთხოების შეფი არ დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები