დეპუტატი "ნაციონალების" მიერ გასხვისებული მიწების კანონიერების
შემსწავლელი ჯგუფის შექმნის გადავადებას აპროტესტებს
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ნატო ქათამაძე, საკრებულოს
დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან, დრობითი სამუშაო კომისიის
შექმნის შესახებ განსახილველი საკითხის ამოღებას აპროტესტებს.
ქათამაძე ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა და საკითხი კვლავ
უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში.
"სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ იურიდიულმა კომისიამ მოიწონა
გადაწყვეტილება, თუმცა, განმარტა, რომ საჭიროა დებულებაზე მუშაობა. მე
ვეთანხმები,რომ დებულება უნდა იქნას შემუშავებლი, მაგრამ ვერ ვხვდები
რატომ იქნა დღეს ეს საკითხი ამოღებული, მაშინ, როცა მე მივლინება
შევწყვიტე საკრებულოს დღევანდელ სხდომას რომ დავსწრებოდი",-განაცხადა
ნატო ქათამაძემ.
საკრებულოში, დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საკითხი,
რომელმაც 2004 წლიდან 2014 წლის ჩათვლით "ნაციონალური მოძრაობის" დროს
გასხვისებული მიწებისა და შენობების კანონიერება უნდა შეისწავლოს,
სხდომის დღის წესრიგიდან ბოლო მომენტში ამოიღეს.
სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორი საკრებულოს დეპუტატი ნატო
ქათამაძეა.
მასალის გამოყენების პირობები