წყალის მიწოდება ქუთაისის მოსახლეობისთვის 22:00 საათიდან აღდგება,
ხოლო სოფელში მცხოვრებ მოსახლეობისთვის - 20:00 საათიდან.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით,
მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება, წყალმომარაგების ქსელებზე დაგეგმილი
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო შეფერხდა.
"სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და მოსახლეობისთვის
წყალი უახლოეს საათებში მიეწოდება," - აცხადებენ
საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
ქუთაისში მოსახლეობას წყალი დილიდან არ მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები