ახალი ამბები
ვანში ახალი საავადმყოფო გაიხსნება
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტში ახალი საავადმყოფო მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს უნდა გაიხსნას.


ვანში ახალი სამედიცინო ცენტრი ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში განთავსდება, რომლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ეტაპზეა.

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საავადმყოფო აღჭურვილი იქნება თანამდეროვე სამედიცინო აპარატურით და ადგილობრივებს  სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

"ვანის სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციას შპს "ჯეოჰოსპიტალი" ახორციელებს, სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს საავადმყოფოში კარგი სამედიცინო სერვისის მიწოდებას მოსახლეობისთვის," - ამბობს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესცენტრის ხელმძღვანელი ეკა ნამიჭეიშვილი.

ვანის მუნიციპალიტეტში ათწლეულებია საავადმყოფოს პრობლემა დგას.

ამ დრომდე ვანის საავადმყოფოში არსებული ამორტიზებული მდგომარეობის გამო, მედიკოსებს მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეეძლოთ პაციენტებისთვის. რის გამოც სამედიცინო მომსახურებისთვის ადგილობრივები სხვადასხვა ქალაქებში მიდიოდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.