თეატრის
დირექცია გათბობის გათიშვას თანხების ეკონომიით
ხსნის.
ქუთაისის ოპერის თეატრში გათბობის გათიშვის გამო არსებულ სიცივეს
უჩივიან. ქუთაისის ოპერის თეატრის მსახიობების თქმით, გათბობა თეატრის
ადმინისტრაციამ გათიშა, სიცივე კი მათ მუშაობაში ხელს უშლის.
"მომღერალი ვარ და თეატრში ვერ შევდივარ, რადგან ორი კვირაა გათბობაა
გათიშული, ელემენტარულად მუშაობაა შეუძლებელი, ვცდებით და საერთო
საქმე ამით ფუჭდება", - აღნიშნავს სოფიო ბერიშვილი.
თეატრის დირექცია გათბობის გათიშვას თანხების ეკონომიით ხსნის.
"დავალიანება გვქონდა, გავისტუმრეთ დავალიანება. თანაც იმ პერიოდში
დათბა, შენობის გათბობის აუცილებლობა არ იყო ახლა გათბობა გათიშულია,
ასე ვთქვათ, ეკონომიის მიზნით", - ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის
დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი.
თუმცა თეატრის დირექტორი იმასაც აზუსტებს, რომ სადაც მომღერლები
მუშაობენ ელექტროგათბობაა ჩართული და ოთახები თბება.
მასალის გამოყენების პირობები