ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტსა და მესამე საჯარო
სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა,
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს მასწავლებლის
მომზადების სქემის განვითარებასა და კვლევების ჩატარებას სკოლის
ფარგლებში.
"პედაგოგიური ფაკულტეტი უნივერსიტეტში ერთ-ერთი წარმატებულული
სასწავლო პროგრამა არის. ის სიახლეები, რომლებიც ინერგება
მასწავლებელთა მომზადების კუთხით, კიდევ უფრო გაღრმავდება
ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში. მომავალში ვგეგმავთ სხვა საჯარო
სკოლებთანაც გავაფორმოთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, არა მხოლოდ
ქალაქის მაშტაბით, არამედ რეგიონებში და მაღალმთიან სოფლებში,"-
განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი
ღავთაძემ.
ასევე, ქუთაისში #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია
FABLAB
დაათვალიერეს,
სადაც მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ თუ როგორ მუშაობს
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.
მასალის გამოყენების პირობები